2025 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე 24 დეკემბერს წარადგენს.

აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, გრიგოლიამ საკრებულოს ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ სხდომაზე მივიდნენ და თავიანთი ვალდებულება შეასრულონ.

„თბილისის მერის, კახა კალაძის მოსმენა 24 დეკემბერს იგეგმება. თბილისის მერი 24 დეკემბერს საკრებულოში მოვა და განვიხილავთ მიმდინარე საკითხებთან ერთად ბიუჯეტს. თუ ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს რაიმე საქმიანობაში, ვფიქრობ, რომ არჩეულმა დეპუტატებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა”, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ipn.ge