2025 წლის სექტემბერში საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13.7%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის განახლებაშია აღნიშნული.
,,გალტ&თაგარტის" ანგარიშის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 67.5 მილიარდ ლარს (24.9 მილიარდ აშშ დოლარს) მიაღწია.
გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 13.3% შეადგინა. კვლევის თანახმად, იურიდიული პირების დაკრედიტება გაიზარდა 11.6%-ით, ხოლო საცალო სესხების მოცულობა – 14.9%-ით.
ანალიტიკოსების შეფასებით, მონაცემები მიუთითებს, რომ კრედიტის ზრდა შენარჩუნებულია როგორც კორპორატიულ, ისე საცალო სეგმენტებში, რაც ფინანსური სექტორის სტაბილურ აქტივობას ასახავს.