საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2025 წელს გარიგებების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 5-ჯერ შემცირდა.

გასულ წელს ბირჟაზე მხოლოდ 9 გარიგება დაიდო და ყველა მათგანი ლიბერთი ბანკს უკავშირდებოდა. გარიგებების საერთო მოცულობამ 386 578 შეადგინა, ღირებულებამ კი 26 904.64 ლარი.

ცნობისთვის, ბირჟაზე 2024 წელს გარიგებების რაოდენობა 42-ს, ვაჭრობის მოცულობა კი 357 000 ლარს შეადგენდა.

საქართველოს საფონდო ბირჟის აქტივობა წლების მიხედვით ასეთი იყო:

2024 წელს - 42 გარიგება, ვაჭრობის მოცულობა 357 000 ლარი.

2023 წელს - 29 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 162 430 ლარი.

2022 წელს - 19 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 13 619 ლარი.

2021 წელს - 14 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 104 078 ლარი.

2020 წელს - 48 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 46 135 ლარი.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი შეადგინა 2.243 მილიარდი აშშ დოლარს.