ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავრობისთვის, რომ ფრთხილად იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე, ევროკავშირისკენ წინსვლის საწყისი მოტივაციის ფონზე, ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით,  მსოფლიო ბანკს არ შეუძლია შეაფასოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ფრთხილად იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე იმ მოტივაციით, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ სვლა და შესაბამისი რეფორმები გააგრძელოს.

„ინტერესით ვაკვირდებით ამ განვითარებებს და სამწუხაროა ის პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს. ბოლო წლებში საქართველო იყო ჰედლაინებში ბევრი პოზიტიური თემით, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით და მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებით. ახლა სიახლეებში ამ სამწუხარო პროტესტით ყოფნა გამოწვევაა. ვფიქრობ, ქვეყანა ძალიან ფოკუსირებული იყო ევროკავშირის კანდიდატობაზე, არა მხოლოდ იმისთვის, რომ იყოს წევრი, უბრალოდ წევრობისთვის, არამედ იმისთვის, რასაც ეს ნიშნავს ეკონომიკური ზრდისა და ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავრობისთვის, რომ ფრთხილად იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე, ევროკავშირისკენ წინსვლის საწყისი მოტივაციის ფონზე. ვფიქრობ, კვლავ ძალიან აქტუალურია რეფორმები, რომლებიც მოტივირებული იყო ევროკავშირის წევრობით. ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება დარჩეს ამ კურსზე და არ დააზიანოს ის“,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

წყარო: BM.GE