საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 71.33 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.31 მილიარდი ლარით, 1.87%- ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 22.06% შეადგინა. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1.35 მილიარდი ლარით, ანუ 3.99%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 40.88 მილიონი ლარით, ანუ 0.11%-ით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 54.93 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.53 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.08% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.83%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.49%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.73%, ხოლო ევროს წილმა 20.15% შეადგინა.