2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გზავნილების კლება უკავშირდება რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 56%-ით შემცირებას, რაც თავის მხრივ მიგრაციული ეფექტის მილევაზე მეტყველებს. სანაცვლოდ კი გაზრდილია ფულადი გზავნილები აშშ-დან და იტალიიდან. საიდანაც თანხებს ძირითადად საქართველოდან ემიგრირებული პირები გზავნიან.

2024 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:

# ქვეყანა შემოსული თანხა - მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 აშშ $55 მლნ დოლარი; 18%
2 იტალია $51 მლნ დოლარი; 1%
3 რუსეთის ფედერაცია $31 მლნ დოლარი; -56%
4 საბერძნეთი $24 მლნ დოლარი; 4%
5 გერმანია $23 მლნ დოლარი; 7%
6 ისრაელი $23 მლნ დოლარი; 11%
7 თურქეთი $9 მლნ დოლარი; 12%
8 ყაზახეთი $7.4 მლნ დოლარი; -50%
9 ყირგიზეთი $6.8 მლნ დოლარი; 184%
10 ესპანეთი $6.6 მლნ დოლარი; 10%