აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ილონ მასკს  სასამართლოში უჩივლა. მომჩივნების მტკიცებით, მათ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამერიკელმა მილიარდერმა 2022 წელს ტვიტერის (სოციალური ქსელი X) აქციები შეიძინა, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მასკმა 11 დღით დააგვიანა ინფორმაციის გასაჯაროება ტვიტერის (სოციალური ქსელი X) 5%-იანი წილის თავდაპირველ შეძენასთან დაკავშირებით, რითაც კომპანიის აქციონერები $150 მლნ-ზე მეტი თანხით მოატყუა.

SEC-ის წესების მიხედვით კი, ინვესტორებმა უნდა გამოავლინონ ინფორმაცია 5%-იანი წილის მფლობელობის ზღურბლის გადაკვეთაზე 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

მასკმა ანგარიში 11 დღის შემდეგ წარადგინა, ამ დროისთვის კი უკვე 9,2%-იანი წილი ჰქონდა შეძენილი.

ამ პერიოდში მასკმა ტვიტერის (სოციალური ქსელი X) აქციები ხელოვნურად დაკლებულ ფასად შეიძინა, რამაც სხვა ინვესტორებს ზიანი მიაყენა.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ დეკემბერში SEC-ის ადვოკატებმა მასკს $200 მლნ-ზე მეტის გადახდა სთხოვეს, რათა დავა მოგვარებულიყო.

საპასუხოდ, ილონ მასკის ადვოკატის, ალექს სპიროს მტკიცებით,  რეგულატორის მოთხოვნა სწორედ იმის აღიარებაა, რომ მათ სამართლებრივი დავის დაწყება არ შეუძლია.

"SEC-ის მრავალწლიანი კამპანია მასკის წინააღმდეგ კულმინაციას აღწევს

2024 წლის 5 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მასკის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ,  სოციალური ქსელ X-ის ღირებულება 72%-ით შემცირდა.

ტვიტერის აქციონერები $150 მლნ-ით მოატყუა: ფასიანი ქაღალდების კომისიამ მასკს სასამართლოში უჩივლა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ილონ მასკს  სასამართლოში უჩივლა.

მომჩივნების მტკიცებით, მათ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამერიკელმა მილიარდერმა 2022 წელს ტვიტერის(სოციალური ქსელი X) აქციები შეიძინა, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მასკმა 11 დღით დააგვიანა ინფორმაციის გასაჯაროება ტვიტერის (სოციალური ქსელი X) 5%-იანი წილის თავდაპირველ შეძენასთან დაკავშირებით, რითაც კომპანიის აქციონერები $150 მლნ-ზე მეტი თანხით მოატყუა.

SEC-ის წესების მიხედვით კი, ინვესტორებმა უნდა გამოავლინონ ინფორმაცია 5%-იანი წილის მფლობელობის ზღურბლის გადაკვეთაზე 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

მასკმა ანგარიში 11 დღის შემდეგ წარადგინა, ამ დროისთვის კი უკვე 9,2%-იანი წილი ჰქონდა შეძენილი.

ამ პერიოდში მასკმა ტვიტერის (სოციალური ქსელი X) აქციები ხელოვნურად დაკლებულ ფასად შეიძინა, რამაც სხვა ინვესტორებს ზიანი მიაყენა.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ დეკემბერში SEC-ის ადვოკატებმა მასკს $200 მლნ-ზე მეტის გადახდ სთხოვეს, რათა დავა მოგვარებულიყო.