აგვისტოში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ზოგიერთი გადასახადი გაძვირდა, ზოგი კი გაიაფდა ან უცვლელი დარჩა. საქსტატის მონაცემების თანახმად, აგვისტოში წლიურად ყველაზე მეტად ავტომობილის რეცხვის გადასახადი გაძვირდა და ზრდამ 16.26% შეადგინა.

ამავე მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად, 39.9%-ით შემცირდა ინტერნეტის გადასახადი.

გადასახადები, რომლებიც აგვისტოში წლიურად გაიზარდა, ასე გამოყურება:

  • წყლის გადასახადი - 0.1%-იანი ზრდა;
  • ავტომობილების რეცხვა - 16.26%-იანი ზრდა;
  • საბავშვო ბაღის გადასახადი - 5.89%-იანი ზრდა;
  • სკოლა ლიცეუმის გადასახდელი - 5.03%-იანი ზრდა;
  • უმაღლესი სასწავლებლის გადასახადი - 0.25%-იანი ზრდა.

ამასთანავე, აგვისტოში წლიურად შემცირებულია შემდეგი გადასახადები:

  • დენი - 13.2%-იანი შემცირება;
  • ინტერნეტი - 39.9%-იანი კლება;

აგვისტოში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა შემდეგი გადასახადები:

  • სანოტარო გადასახადი;
  • საკაბელო ტელევიზიის გადასახადი;
  • ტელეფონის სააბონენტო გადასახდელი;
  • ნაგვის გატანის გადასახადი;
  • მობილური ტელეფონის მომსახურება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი