საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის მაისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 57.2%-ით გაიზარდა და რეკორდული დონე 7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, წინა თვესთან შედარებით მაისში რეზერვები 8.2%-ით გაიზარდა (+531.2 მლნ აშშ დოლარი).
როგორც Galt&Taggart-ი ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერს, რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.9%-ს შეადგენს, რაც მილიარდ დოლარს აღემატება.