2024 წლის თებერვალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით სულ განხორციელდა 18.4 მილიონი ელექტრონული კომერციის ოპერაცია, თანხობრივად 1.3 მილიარდი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 53%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით როგორც ოპერაციების, ასევე თანხის რაოდენობა გაიზარდა, 2023 წლის თებერვალში სულ განხორციელდა 12.3 მლნ-ის ელექტრონული კომერციის ოპერაცია, ჯამში 803 მლნ ლარის.

რაც შეეხება, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს, 36.6 მილიონის ელექტრონული კომერციის ოპერაცია შესრულდა, ჯამში 2.6 მლრდ ლარის.

ცნობისთვის, 2024 წლის თებერვალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 77 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 7 მილიარდ ლარამდე.