საქართველოს მთავრობამ თანხმობა გასცა იმაზე, რომ მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებმა კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსთვის 225 329 ლარის პრემია მიიღონ.
პრემიების ანაზღაურება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.
ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 29 ნოემბრით არის დათარიღებული.
პრემიები 156 საშტატო და 30 არასაშტატო თანამშრომელზე გაიცემა.
"ფულადი ჯილდო 156 საშტატო თანამშრომელზე - 198 715 ლარის, ხოლო 30 არასაშტატო თანამშრომელზე - 26 614 ლარის (თითოეული თანამშრომლისათვის არაუმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით)," - წერია განკარგულებაში.
პრემიის ოდენობა თითოეულ მათგანზე სახელფასო ანაზღაურებაზე მაღალი არ იქნება.