2026 წლის 1-5 ივნისის პერიოდში ლარმა გამყარება აჩვენა როგორც ამერიკულ დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით, დოლარის ღირებულება 2.6693 ლარიდან 2.6647 ლარამდე შემცირდა, რაც ლარის 0.46-თეთრიან (0.17%) გამყარებას ნიშნავს. ამავე პერიოდში ევროს კურსი დაახლოებით 3.107 ლარიდან 3.0996 ლარამდე დაეცა, რის შედეგადაც ლარი ევროპულ ვალუტასთან მიმართებით 0.74 თეთრით (0.24%-ით) გამყარდა.

უქმეებზე, შაბათ-კვირას, 6 და 7 ივნისს, მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ 29 მაისს დადგენილი კურსი.

ეროვნული ვალუტიც კურსის დინამიკა გრძელვადიან პერიოდში შეგიძლიათ იხილოთ აქ