10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.08 თეთრით გამყარდა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1385 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1517 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.