ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 2083 ლარს შეადგენს. შარშან იგივე პერიოდში ეს მონაცემი 1848  ლარი იყო. შესაბამისად, ზრდამ დაახლოებით 13% შეადგინა.


სტატისტიკურ მაჩვენებლებს საქსტატი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით (177.3 ლარით) გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:  ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400.4 ლარი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074.1 ლარი, მშენებლობა - 3 496.6 ლარი.