გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასი იაფდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის ერთი უნცია ოქრო 3 990 დოლარი ღირს, რაც წინა დღესთან შედარებით 0.08%-ით შემცირებული მაჩვენებელია მაჩვენებელია.
რაც შეეხება ვერცხლს, ერთი უნცია 55 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში 0.82%-იან კლებას წარმოადგენს.
საქართველოში კი ოქროს საცალო ფასი შემცირებულია. ამ დროისთვის 999 სინჯის 1 გრამი ოქრო 348 ლარი ღირს, მაშინ როცა ერთი დღით ადრე მისი ფასი 354 ლარს შეადგენდა. 750 სინჯის ოქროს ფასი 261 ლარამდე შემცირდა (გუშინ — 265 ლარი), ხოლო 585 სინჯის ოქრო 203 ლარი ღირს, წინა დღის 207 ლარის ნაცვლად.
ვერცხლის შემთხვევაში 999 სინჯის 1 გრამის ფასი 4.93 ლარია, ხოლო 875 სინჯის - 4.31 ლარი.