კრემლის დაქვემდებარებაში მყოფმა ენერგოგიგანტმა 2023 წელს, 20-წლაინ შუალედში, რეკორდულად დიდი თანხა დაკარგა. „გაზპრომის“ ზარალი, გასულ წელს, 629 მილიარდი რუბლი, ანუ 6.38 მილიარდი ევრო იყო - ეს არის პირველი ფინანსური წლიური ზარალი, რომელიც კომპანიამ 1990-იანი წლების შემდეგ დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ფინანსური ზარალის მთავარი მიზეზი ევროპის ბაზარზე შემცირებული ვაჭრობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ზარალს წინ უძღოდა „გაზპრომის“ მიერ 2022 წელს მიღებული სუფთა მოგება - 1.2 ტრილიონი რუბლი.

ცნობისთვის, Reuters-ის გამოთვლებით, “გაზპრომის” ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში 2023 წელს 55.6%-ით შემცირდა.