"რეალურად შერწყმაზეა საუბარი. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო." - ასე ახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის გეგმა საქართველოს განვითარების ფონდის, ყოფილი საპარტნიორო ფონდის,  ლიკვიდაციაზე.

"საუბარია განვითარების ფონდზე, რომელიც "აწარმოე საქართველოსთან" ერთად გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს კლასიკური ბანკი არაა, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი"  - ამბობს კობახიძე და ამატებს, რომ ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. პრემიერის შეფასებით, როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული

პრემიერის განმარტებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

„არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული. საუბარია „საქართველოს განვითარების ფონდი“, შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს, ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული ", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, გუშინ, 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ იგეგმება საქართველოს განვითარების ფონდის [ყოფილი საპარტნიორო ფონდი] ლიკვიდაცია.