მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.0013 ლარით გამყარდა, ხოლო, ევროსთან მიმართებით, 0.0002 ლარით გაუფასურდა.

2 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7328 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 2.7334 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1200 ლარი გახდა. მაშინ, როცა იქამდე მოქმედი კურსი 3.0969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0231 ლარი შეადგინა.

3 ივნისს აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1162 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.

4 ივნისს აშშ დოლარის ღირებულება 2.7320 ლარი გახდა - ცვლილებამ, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1087 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა

5 ივნისს აშშ დოლარის ღირებულება 2.7318 ლარი გახდა და ეროვნულ ვალუტასთან ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1203 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.

6 ივნისს აშშ დოლარის ღირებულება 2.7315 ლარი გახდა და ეროვნულ ვალუტასთან ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1202 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0013 ლარით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0002 ლარით გაუფასურდა.

წყარო: bpn.ge