საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგიის საფუძველზე, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების მიერ ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურებების მზარდი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, სებ-მა ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების სახელმძღვანელო მოთხოვნები შეიმუშავა, რომლებიც კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე გავრცელდება.
ციფრული ტრანსფორმაციისა და მზარდი კიბერრისკების გარემოში, მნიშვნელოვანია ფინანსურ ორგანიზაციებს რეალიზებული ჰქონდეთ სათანადო პროცესები და მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საოპერაციო, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მდგრადობას.
აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს პრევენციულ მექანიზმს, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან ითხოვს ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს სტრატეგიულ საჭიროებას, ამასთან, სათანადოდ უნდა შეფასდეს ღრუბლოვან აუთსორსინგულ გარემოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები, მომსახურების მომწოდებლის მხარეს არსებული კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პრაქტიკის შესახებ მოპოვებული იქნას სათანადო რწმუნება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა ორგანიზაციამ წინასწარ შეიმუშაოს ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურებიდან გასვლის სტრატეგია.
ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების სახელმძღვანელოში განსაზღვრული მოთხოვნები ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მითითებებსა და რეკომენდაციებს.
წარმოდგენილი სახელმძღვანელოს პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია CyberSecSupervision@nbg.gov.ge-ზე მიმდინარე წლის 29 ივნისამდე.
ეროვნული ბანკი ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების სახელმძღვანელოს პროექტს აქვეყნებს

ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ - ვაჟა ბერიძე
ევროპული საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დღესვე შემიძლია ბრიუსელში გავფრინდე, ვინც მეტყვის - ევროკომისარი იქნება, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ნებისმიერთან მზად ვარ დისკუსიისთვის - ირაკლი კობახიძე
აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები, უპასუხოდ რჩება ჩვენი დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ -ირაკლი კობახიძე
ომის საფრთხე არსად წასულა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება გახანგრძლივებისათვის - ირაკლი კობახიძე