ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციამ და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო გაზრდის მოლოდინმა კრიპტოაქტივების ბაზარზე მასშტაბური ვარდნა გამოიწვია.

ერთ კვირაში ბიტკოინი დაახლოებით 5%-ითაა გაუფასურებული და ის ამჟამად 76 700 დოლარად ივაჭრება.

არსებული ინფორმაციით, ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია $2.56 ტრილიონამდე შემცირდა, რამაც $180 მილიარდზე მეტის ზარალს ნიშნავს.

ვარდნამ მოიცვა როგორც წამყვანი კრიპტოვალუტები – ბიტკოინი, ეთერიუმი, Solana და XRP, ისე ე.წ. მიმკოინები და სხვა კატეგორიის ციფრული აქტივები.