აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის თქმით, ამერიკის მთავრობა არგენტინული პესო შეიძინა და არგენტინის ცენტრალურ ბანკთან $20 მილიარდის ოდენობის სავალუტო გაცვლის შეთანხმება გააფორმა.
Reuters წერს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პესოს კურსი და არგენტინული ობლიგაციების ღირებულება მკვეთრად გაზარდა.
ბესენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ "აშშ-ს ფინანსები მზადაა შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ მიიღოს, რათა ბაზრის სტაბილურობა უზრუნველყოს".
ბესენტმა განცხადება არგენტინის ფინანსთა მინისტრთან, ლუის კაპუტოსთან, ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. ამასთანავე, შეხვედრებში მონაწილეობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებიც იღებდნენ, რომლებმაც აპრილში არგენტინას $20 მილიარდიანი სასესხო პროგრამა დაუმტკიცეს.
ბესენტმა განცხადებაში თქვა, რომ "საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ერთიანდება არგენტინისა და მისი გონივრული ფისკალური სტრატეგიის მხარდასაჭერად, მაგრამ სწრაფი მოქმედება მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია და ამ მიზნით, ჩვენ უშუალოდ შევისყიდეთ არგენტინული პესო."
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარი თქვა სხვა დეტალებზე საუბრის შესახებ, მათ შორის, არ უხსენებია შესყიდული პესოების რაოდენობა და სტრუქტურა, რომლითაც $20 მილიარდის სავალუტო გაცვლა მოხდება.