აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დღეს მკაცრი სამხედრო ზომების მიღება დააანონსა, რაც ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების ახალ ტალღას უკავშირდება.
„აშშ ამაღამ ირანს (რომლის საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, რადიოლოკაციური, ჰაერსაწინააღმდეგო და ყველა სხვა სახის თავდაცვა, თავდასხმითი შესაძლებლობების უმეტესობასთან ერთად, განადგურებულია!) ძალიან ძლიერად დაარტყამს.
არც ისე შორეულ მომავალში ჩვენ ხარგის კუნძულსა და ნავთობის ინფრასტრუქტურის სხვა პუნქტებსაც ავიღებთ, და, ვენესუელის მსგავსად, მათი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბაზრებზე ტოტალურ კონტროლს დავამყარებთ, რაც ბრწყინვალედ მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.