1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7098 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7098 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6999 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9529 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9402 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0127 ლარი შეადგინა.