ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ამ დროისთვის  ვარკეთილში - კალოუბნის ქუჩის N12-სა და N18-ში ხორციელდება. პირველის შემთხვევაში შესყიდვის ღირებულება 6.458 მლნ ლარს შეადგენს, მეორე პროექტზე კი 7.3 მლნ ლარს.  ორივე პროექტს ერთი კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.

რეესტრის მიხედვით, „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი ბინების, კომერციული ქონებების და სასტუმროების მშენებლობა.

კომპანიის დირექტორი ბაკურ ბერეკაშვილია.  50-50%-ს კი ირაკლი ბურდილაძე და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე შოთა ბერეკაშვილი ფლობენ.

შოთა ბერეკაშვილის მეუღლე მაკა კვიციანია, ცოლისდა კი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი ხათუნა (ბაია) კვიციანი.  დიზაინერ მაკა კვიციანს ახლო მეგობრობა აკავშირებს მის კოლეგასთან ანუკი არეშიძესთან, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლეა.