საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობა, დაბალ ხელფასებთან და ინფლაციასთან ერთად მთავარი ეკონომიკური გამოწვევად მიაჩნიათ. ამის შესახებ საუბარია NDI-ის კვლევაში.
კითხვაზე თქვენი აზრით, რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი 3 ყველაზე დიდი პრობლემა, 58% სწორედ უმუშევრობას ასახეხელებს, შემდეგ მოდის დაბალი ხელფასები, ინფლაცია, სიღარიბე და მაღალი გადასახადები.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.