„კომერსანტის თემის“ ეთერში ET Sinergy-ის დამფუძნებელმა მერაბ ლომინაძე ფეროშენადნობების გლობალური ბაზრის დინამიკა შეაფასა.
მისი თქმით, ახლა საქართველოს შესაძლებლობა აქვს, რომ თურქეთის ბაზარი დაიკავოს. მისივე თქმით, ეს ქვეყანამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა განახორციელოს, რათა სხვა ქვეყნის, მაგალითად ინდურმა კომპანიებმა არ დაგვასწრონ.
„მე ვთვლი, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს წარმოუდგება აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული სრულად და ჯეროვნად. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე თუ ვისაუბრებთ ალბათ რთული იქნება განჭვრეტა იმისა თუ რა იქნება მომავალში, თუმცა ჩვენ ცალსახად ვიცით ერთი რამ, კერძოდ, დღეს თურქეთს სჭირდება ფეროშენადნობები და დღეს ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ ბაზრის ნიშის დაკავება. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მერწმუნეთ, რომ სხვა ქვეყნები ამას კარგად მოახერხებენ.
სანამ ინდური კომპანიები მოახერხებენ ახალ რეალობასთან შეგუებას და გადაწყობას ახალ გარემოებებთან, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიკავოთ ეს ნიშა და ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება ჯეროვანი კონკურენცია გაუწიონ თურქეთის ბაზარზე ინდურ და სხვა ფეროშენადნობებს“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.