თურქეთმა 2024 წლის პირველ კვარტალში მეზობელ ქვეყნებში (ბულგარეთი, სომხეთი, საქართველო, ერაყი, ირანი, სირია და საბერძნეთი) $5 948 129 000 ღირებულების ექსპორტი განახორციელა. მსგავს მონაცემებს სააგენტო Anadolu თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეაზე დაყრდნობით ავრცელებს. მეზობელ ქვეყნებში ექსპორტი 16,7%-ით არის გაზრდილი.

თურქეთის ექსპორტმა იანვარ-მარტში 63,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რესპუბლიკის ისტორიაში საუკეთესო კვარტალური საექსპორტო მაჩვენებელია, ნათქვამია შეტყობინებაში.

მეზობელ ქვეყნებს შორის თურქული პროდუქციის ძირითადი იმპორტიორების სიაში პირველი ადგილი ერაყმა დაიკავა - $2 731 316 000

მეზობელი ქვეყნებისთვის განკუთვნილ თურქეთის საექსპორტო კალათაში ყველაზე დიდი ადგილი მარცვლეულის, პარკოსნების, ზეთოვანი სექტორის პროდუქტებს ეკავა  - $828 მლნ, შემდეგია ქიმიკატების სექტორი $802 მლნ, მესამე ადგილია ავეჯი, ქაღალდი და ხე-ტყე - $497 მლნ

ქვეყანა/წელი

2023

2024

ცვლილება %

ერაყი

$2 039 782 000

$2 731 317 000

33.90

სირია

$333 724 000

$388 237 000

16.33

სომხეთი

$111 000

$124 000

11.99

საბერძნეთი

$635 384 000

$665 664 000

4.77

ირანი

$561 591 000

$583 962 000

3.98

ბულგარეთი

$994 279 000

$1 027 793 000

3.37

საქართველო

$534 220 000

$551 032 000

3.15

სულ

$5 099 091 000

$5 948 129 000

16.65