14 ოქტომბრიდან ტრაპიზონის მიმართულებით თბილისიდან ავიარეისები განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ ფრენებს კომპანია Georgian Wings განახორციელებს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში დაუდასტურეს, პირდაპირი რეისები თბილისის აეროპორტსა და ტრაპიზონის აეროპორტს შორის კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს განხორციელდება.
რაც შეეხება ფასებს, ერთი გზის ბილეთის ღირებულება 447 ლარიდან დაიწყება.