საკრედიტო სააგენტო S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა, რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს იუწყება, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა.
რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა კი ეკონომიკური და ფისკალური სიჯანსაღით არის გამოწვეული, რასაც თან ახლავს შედარებით ძლიერი პოლიტიკის ჩარჩო.
ამას გარად, S&P-მა საქართველოს 2025 წლის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა, რაც წლის დასაწყისში 5.7%-ს შეადგენდა. ასევე, გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც და 5%-ის ნაცვლად 4.1%-ს შეადგენს 2025 წლისთვის.
სამინისტროს განმარტებით, S&P აღნიშნავს, რომ შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდა და გონივრულად განხორციელებული ფისკალური პოლიტიკის მართვა ხელს უწყობს მთავრობის ვალის დაბალ დონეზე შენარჩუნებას.
რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ანგარიშში აღნიშნულია ბოლო პერიოდში უცხოური რეზერვების ზრდა, რაც ფულადი ნაკადების შემოდინებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მეშვეობით მოხდა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელია რეზერვების კიდევ უფრო გაზრდა.
S&P საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად აფასებს, სადაც შენარჩუნებულია ძლიერი ლიკვიდურობა. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას.