საქართველოში პურ-ფუნთუშეულის იმპორტი 3.5%-ით გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ $21,9 მლნ-ის ღირებულების 7,392 ტ. პურ-ფუნთუშეული შეიძინა. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 7,139 ტ. პროდუქტი იყიდა და $19,7 მლნ გადაიხადა.

ქვეყნისთვის, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომლისგანაც საქართველომ წელს $5 მლნ-ის 2,451 ტ. პურ-ფუნთუშეული შეიძინა. თუმცა, ამ ბაზარზე წინა წელთან შედარებით კლება შეინიშნება. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთიდან იმპორტი 14.5%-ით შეამცირა. 2024 წელს, რუსეთიდან საქართველომ $5,5 მლნ-ის ღირებულების 2,867 ტ. პურ-ფუნთუშეული იყიდა.

პურ-ფუნთუშეულის იმპორტიორი ტოპ-5 ქვეყანა (2025/3 თვე):

რუსეთი - $5 მლნ, 2,451 ტონა ;

თურქეთი - $3,8 მლნ, 1,178 ტონა;

უკრაინა - $3,1 მლნ, 1,122 ტონა;

აზერბაიჯანი - $1 მლნ, 611 ტონა;

ბულგარეთი - $1,6 მლნ, 344 ტონა.