,,უზარმაზარი პელმენი, რომელსაც დაბადების დღის ბუშტივით დიამეტრი და ბრწყინვალება აქვს“,- ასე ეხმიანება ამერიკული გამოცემა The New Yorke მანჰეტენზე გახსნილი ახალი ქართული რესტორნის საფირმო კერძს- ,,დედა ხინკალს“.

კერძის მიმომხილველი, ცნობილი food ბლოგერი, ჰელენ როზნერი წერს, რომ მომხმარებელს „დედა ხინკალის“ შეკვეთის შემდეგ ვერცხლის ხანჯლით მომარჯვებული მიმტანი ემსახურება, რომელიც დიდ ხინკალს თავს დემონსტრაციულად აჭრის, შიგნით კი 6 პატარა ზომის ხინკალია. „დედა ხინკლის“ გემო ჩვეულებრივი ხინკლისგან არ განსხვავდება.

Ny- ის  მიხედვით, რესტორანი „ლალიკო“, სადაც სტუმრებს „დედა ხინკლის“ დაგემოვნება შეუძლიათ,  ბიზნესმენ გურამ ონიანის პირველი ამერიკული პროექტია, რომელიც მარტში გაიხსნა. 

გურამ ონიანი საქართველოსა და რუსეთში 30-მდე ბიზნესს ფლობს; მათ შორის „Guliani Group“-ს, რომელიც ბიზნესმენმა 2011 წელს დააფუძნა.