საქართველოში ყავის იმპორტი 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს, იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ქვეყანამ 4 791 ტონა ყავაში $34.9 მლნ გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43.9%-ით მეტია.
შედარებისთვის, 2024 წლის იმავე პერიოდში საქართველომ $24.2 მლნ-ის ღირებულების 4 945 ტონა ყავა შეიძინა. აღნიშნული მონაცემებით ჩანს, რომ მიუხედავად იმპორტის მოცულობის 3.1%-იანი შემცირებისა, ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ყავა საქართველოსთვის წელს საგრძნობლად გაძვირდა.
საქართველოსთვის 2025 წელს მთავარი საიმპორტო ბაზარი ინდონეზია იყო, საიდანაც ქვეყანაში 1 972 ტონა ყავა შემოვიდა და მის შესაძენად საქართველომ $10.1 მლნ გადაიხადა.
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყავა შემოიტანა (2025 წლის 8 თვე):
- ინდონეზია – $10.1 მლნ, 1 972 ტონა;
- რუსეთი – $6.1 მლნ, 666 ტონა;
- ვიეტნამი – $4.7 მლნ, 922 ტონა;
- იტალია – $4.6 მლნ, 325 ტონა;
- გერმანია – $2 მლნ, 194 ტონა;
- სომხეთი – $1.1 მლნ, 161 ტონა;
- საფრანგეთი – $1.1 მლნ, 80 ტონა;
- თურქეთი – $1.1 მლნ, 108 ტონა;
- ავსტრია – $706 ათასი, 48 ტონა;
- ნიდერლანდები – $442 ათასი, 37 ტონა.
აღსანიშნავია, რომ გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ერთწლიან პერიოდში ყავა 42%-ით არის გაძვირებული, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი, მატება 19%-ია. საქონლის გაძვირება ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმებით არის განპირობებული.