საქართველოში ყავის იმპორტი შემცირების ტენდენციას აჩვენებს, რასაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები ადასტურებს.

როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 7 557.2 ათასი დოლარის ღირებულების 1 022.3 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ორ თვეში ყავის იმპორტი 1 074.6 ტონას შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ყავის იმპორტი თითქმის 5%-ით არის შემცირებული.

საქართველოში იმპორტირებული ყავის დიდი ნაწილი, საუბარია 53%-ზე, ქვეყანაში ინდონეზიიდან შემოდის.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავის იმპორტს ახდენს:

  • ინდონეზია - 541.5 ტონა;
  • რუსეთი - 129.2 ტონა;
  • ვიეტნამი - 76.8 ტონა;
  • იტალია - 67.4 ტონა;
  • თურქეთი - 51.6 ტონა;

businessinsider.ge