გასულ წელს საქართვველოში მოხმარებული ლუდის 87% ადგილობრივი წარმოების იყო, 13% კი იმპორტული, - ამის შესახებ TBC Capital-ის სექტორულ კვლევაში წერია. დოკუმენტის მიხედვით, შარშან ლუდის მოხმარება წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და 138 მილიონი ლიტრი შეადგინა.
2024 წელს საქართველომ 127 მილიონი ლიტრი ლუდი აწარმოა.
ლუდის მომხმარებელთა შორის მზარდია იმპორტული პროდუქციის მიმართ ინტერესი: გასულ წელს იმპორტის წილმა მოხმარებაში 13% შეადგინა, 2023 წლის 12 თვეში ეს 10% იყო, 2022 წელს კი - 9%.
მზარდია ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზეც: 2024 წლის მონაცემით, 15+ ასაკის მოსახლეობაში, ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 46 ლიტრ ლუდს სვამს. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 42 ლიტრი იყო, 2020-ში კი - 36 ლიტრი.
მოხმარების ზრდასთან ერთად გაიზარდა ლუდის საშუალო, საცალო ფასიც და ლიტრზე 2.8 ლარი შეადგინა. ლუდზე ინფლაცია 10%-ია.