საქართველოს 2023 წლის მარტის შემდეგ მსგავსი ინფლაცია ჰქონია – სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 5,2%-ს შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წლის დასაწყისში დაგეგმილ მიზნობრივ მაჩვენებელს. განსაკუთრებით მაღალია სურსათისა (დაახლოებით 12%) და ჯანდაცვის (ცხორედ 9%) ფასების ზრდა, რაც ყველაზე მეტად სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს აფერხებს,- ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი Facebook გვერდზე წერს.
,,კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ პოსტს:
,,საქართველოში ამხელა (5,2%-იანი) ფასების ზრდა 2023 წლის მარტის შემდეგ არ გვქონია. ანუ, თითქმის ორჯერ უფრო მაღალი ინფლაცია გვაქვს, ვიდრე მისი წლის დასაწყისში დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი. ამავე დროს, სურსათზე ინფლაცია თითქმის 12%-ზე ავიდე; ხოლო, ჯანდაცვაზე - თითქმის 9%-ია. შესაბამისად, ფასების მატება ყველაზე მეტად საზოგადოების სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს ურტყამს. ნელ-ნელა, ისტორიას ჩაბარდა ეროვნული ბანკის და მსხვილი ბანკების წლის პირველ ნახევარში უნისონში გაჟღერებული მესიჯები, რომ წლის მეორე ნახევარიდან ინფლაცია კლებას დაიწყებდა. აჰა, დადგა ნოემბერი, დაიწყო ინფლაციამ კლება? არა, პირიქით, იზრდება.რას უნდა აკეთებს პასუხისმგებლიანი ეროვნული ბანკი ასეთ დროს? ემსახურებოდეს თავის მთავარ მანდატს, ანუ, ფასების სტაბულურობას და შესაბამის ზომებს იღებდეს. რა ზომებია ეს? უპიველეს ყოვლისა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. თან, ქაღალდზე, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი მას ამის ფუფუნებას აძლევს, რომ გააძვიროს დაკრედიტება და ასე მოთოკოს ფასების ზრდა. დღეს უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა? რას ფიქრობთ, გაამკაცრებს? მაღალი ალბათობით, არა.რატომ არ იზამს ამას ეროვნული ბანკი? იმიტომ, რომ ის სამმაგი წნეხის ქვეშ არის:• პირველი ეს არის პოლიტიკური წნეხი; ყველაზე კარგად, ქართულმა ოცნებამ იცის, რომ ეს ყბადაღებული მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს მხოლოდ ქაღალდზე აქვს. ამ დროს, რეალური ეკონომიკა სტაგნაციაშია; მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, მრეწველობის, ვაჭრობის და სხვა სექტორები, ან მინიმალურად იზრდება ან საერთოდ მცირდება. ხოლო სტაგანაცია მყოფი სექტორებისთვის დაკრედიტების გაძვირება, სერიოზული დარტყმა იქნება ისედაც შენელებულ ეკონომიკაში.• მეორე ეს არის წნეხი საბანკო სექტორიდან, რომ ინფლაციის პრობლემას არ მიაქციოს ეროვნულმა ბანკმა ყურადღება; რატომ? იმიტომ, რომ მიუხედავად ზედმეტად ლოიალური საჯარო რიტორიკისა, ბანკებს საგრძნობლად შეუმცირდათ პორფელის ზრდის ტემპი (შარშან, თითქმის 19%-დან, ახლა, თითქმის 13%-მდე); შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მათი მოგების ზრდის ტემპიც; ამავე დროს, ისედაც იზრდება საპროცენტო განაკვეთები, რადგან ეკონომიკაში რისკებია მნიშვნელოვნად გაზრდილი; ხოლო დაკრედიტების ზრდის მამოძრავებელი ძალა სამომხმარებლო დაკრედიტების სფერო გახდა და აქ დაკრედიტების გაძვირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამ ტრენდზეც; • მესამე ეს არის სექტორალური წნეხი; ანუ, სტაგნაციაში მყოფი ბიზნესები, გარდა იმისა, რომ კვარტალში ერთხელ დახურულ შეხვედრებზე უნისონში იზიარებენ ქართული ოცნების ზღაპრული ეკონომიკური მდგომარეობის მესიჯებს, ეროვნულ ბანკს პოლიტიკური არხების გამოყენებით ან პირდაპირ დაკრედიტების გამარტივებას სთხოვენ; დააკვირდით, რაზე ლაპარაკობს და ზრუნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი? იმის მაგივრად, რომ ინფლაციის პრობლემა ახსენოს, ის ფიქრობს, როგორ შეიძლება რომ იპოთეკური დაკრედიტება გაუმარტივოს ბანკებს და ამბობს, ჩვენი მთავარი საზრუნავი ფინანსური სტაბილურობააო (https://bm.ge/…/turnavas-tqmit-developeruli-kompaniebis…).როგორც ხედავთ, პატრონი ყველა ჯგუფს გამოუჩნდა, საზოგადოების გარდა. წესით, პარლამენტი უნდა ის ადგილი, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას დააყენებდა პირველ ადგილას, დაიბარებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მოთხოვნა პასუხებს კითხვაზე, რატომ არ ჩერდება ფასების მატება და რას აკეთებს ამისთვის ეროვნული ბანკი. მარა, მგონი, არავის არ გვაქვს იმის ილუზია, რომ მასკარადში, რომელიც პარლამენტში არის დღეს მოწყობილი, ვინმე გაბედავს დამოუკიდებლად ამ თემაზე ხმის ამოღებასაც კი.ამიტომ, საბოლოო ჯამში, ისევ მცირე რაოდენობის პროფესიონალების იმედზე უნდა იყოს საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ ეროვნულ ბანკშია, რომ ისინი მოახერხებენ თავისი საქმის სწორად გაკეთებას. მარა, დღეის მოცემულობით, ესეც უკვე ნაკლებად სავარაუდო სცენარი გახდა",- წერს ხიშტოვანი.
