საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 289%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 28%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 147 084.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 37 800.1 ათასი დოლარის. ზრდა 289.1%-ის დონეზეა. საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების​ მადნები და კონცენტრატებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 125 623.6 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 8 938.0 ათასი დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 6 525.3 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1 926.5 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1 133.7 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ზრდა 28,4%-ის დონეზეა. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ჩინეთიდან 310 692.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 241 904.0 ათასი დოლარის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:

  • დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 28 360.7 ათასი დოლარი;
  • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები​ - 18 198.9 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 10 052.8 ათასი დოლარი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 9 746.2 ათასი დოლარი;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 6 333.6 ათასი დოლარი;

businessinsider.ge