საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს. ამ გადაზიდვის უფასოდ გატარების შესახებ მთავრობამ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა, განკარგულება, რომელიც აღნიშნულს განსაზღვრავს.

დღეს კი გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის თანახმად, ერთჯერადად საწვავის უფასოდ ტრანსპორტირების გადაწყვეტილება 2600 ტონა დიზელის საწვავს შეეხება.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეთხოვოს სს საქართველოს რკინიგზას ყველა საჭირო ღონისძიების გატარება, რათა ერთჯერადად უსასყიდლოდ მოემსახუროს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი 2600 ტონა დიზელის ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განკარგულებაში.