2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში ავტოექსპორტი შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

ჯამურად ექსპორტმა 216 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 68.9 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული. რაოდენობრივად კი ექსპორტზე გასულია 8,400 ავტომობილი, რაც წლიურად 31%-ით არის შემცირებული.

2026 წლის იანვარ-თებერვლის ავტოექსპორტის მაჩვენებლები:

# ქვეყანა მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი - ათასი დოლარი ექსპორტის ზრდა/კლება წინა წელთან
1 ყირგიზეთი $102 მილიონი; 2,493 $41 ათასი; -31%
2 ყაზახეთი $50 მილიონი; 3,217 $16 ათასი; -40%
3 აზერბაიჯანი $22 მილიონი; 597 $36 ათასი; -25%
4 ტაჯიკეთი $13 მილიონი; 787 $16 ათასი; 134%
5 სომხეთი $9 მილიონი; 385 $23 ათასი; -11%
6 არაბთა გაერთიანებული საამიროები $6 მილიონი; 19 $298 ათასი; 1817%
7 ირანი $4 მილიონი; 228 $17 ათასი; ექსპორტი არ იყო
8 უზბეკეთი $4 მილიონი; 256 $14 ათასი; -20%
9 მოლდოვა $2 მილიონი; 157 $14 ათასი; 597%
10 უკრაინა $1 მილიონი; 120 $10 ათასი; 44%