სამთო-რეკრეაციული უძრავი ქონება ლუქს-კატეგორიის სეგმენტს მიეკუთვნება, რომელიც მრავალფეროვანი ლანდშაფტისა და ტურისტული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ამ მხრივ, საქართველო ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა არამხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური ინვესტორებისთვისა და დამსვენებლებისთვისაც.

დღევანდელ სტატიაში მიმოვიხილავთ სამთო, იგივე რეკრეაციული უძრავი ქონების მახასიათებლებს, საინვესტიციო პერსპექტივებსა და მომგებიანობას ინვესტორებისთვის.

რა არის სამთო უძრავი ქონება?

 სამთო უძრავი ქონება ბუნებასთან ახლოს, მაღალმთიან კურორტებზე მდებარე საკუთრებაა, რომელიც განკუთვნილია როგორც საინვესტიციოდ, ისე დასვენებისთვისა, თუ სხვადასხვა რეკრეაციული აქტივობისთვის. მათ შორისაა ვილები, კოტეჯები, სასტუმრო ნომრები და აპარტამენტები.

საინვესტიციო მიმზიდველობა ინვესტორებისთვის

სამთო უძრავი ქონება ნიშურ, პრესტიჟულ საინვესტიციო პროდუქტს – მაღალი საფასო კატეგორიით, ღირებულების ზრდის ინდექსითა და დატვირთულობის მაჩვენებლით წარმოადგენს.

რეკრეაციული უძრავი ქონება მსყიდველუნარიან ტურისტულ და ინვესტორთა სეგმენტს, სამთო ინფრასტრუქტურით, ტურისტული შესაძლებლობებითა და 4-სეზონურობით იზიდავს.

მზარდი საერთაშორისო ინტერესი და ახალი სამშენებლო, თუ ინფრასტრუქტურული ინიციატივები ზრდის მოთხოვნას სამთო-რეკრეაციული ტიპის უძრავ ქონებაზე.

დინამიკური საინვესტიციო მახასიათებლებით, სამთო უძრავი ქონება მასშტაბურ შესაძლებლობას ქმნის პორტფელის გონივრული დივერსიფიცირებისთვის.

სამთო უძრავი ქონების ქირავნობის ფასი, ხშირ შემთხვევაში ორჯერ, ან სამჯერ აღემატება სტანდარტული რეზიდენციის ფასს. შესაბამისად, ინვესტორს შემოსავლიანი აქტივის შეძენასთან ერთად დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობაც აქვს.

 რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ინვესტირებამდე?

სამთო-რეკრეაციულ უძრავ ქონებაში ინვესტირებამდე, გაითვალისწინეთ ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა:

  • ადგილობრივი ბაზრის მაჩვენებლები
  • ლოკაციის სეზონურობა
  • საკუთრების გადაყიდვის პოტენციალი
  • პროექტის/კომპლექსის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა

განმეორებითი ვიზიტების მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლითა და ლოიალური მომხმარებელთა სეგმენტით, რეკრეაციული უძრავი ქონება გონივრული არჩევანია ინვესტორებისთვის, რომელთაც დასვენების პარალელურად სტაბილური კაპიტალისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის შექმნა სურთ.

marketer.ge