საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი

რაც შეეხება საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობას წლიურად 17.4%-ით 3.1 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა და ჯამური მიწოდების 26.8% შეადგინა.

"მოცულობის ზრდა ძირითადად გამოწვეულია იმპორტის და PPA-იანი ელექტროსადგურების გენერაციის ზრდით. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია ახალი სადგურების - "ხობი-2-ის" და "მტკვარი ჰესის" 2024 წლის მეორე ნახევარში ექსპლუატაციაში შესვლასთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.