ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) ინფორმაციით, რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების ხუთეულში საქართველოსთან ერთად ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან.
2023 წელს რუსეთში 211 მლნ დოლარის ღვინო შევიდა ლიეტუვიდან, 171.5 მლნ დოლარით მეორე ადგილზეა იტალია. მესამეზე საქართველოა 168.3 მლნ დოლარი.
რაც შეეხება მეოთხე და მესამე ადგილს, ლატვიამ 153.8 მლნ დოლარის, ხოლო პოლონეთმა 41.9 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განახორციელა რუსეთში.