რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები შემოიღო. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.

მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება  შიდა ბაზარზე საწვავის ფასების სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებულ.

შეზღუდვა 21 სექტემბრიდან ამოქმედდება.

რუსული მედია წერს, რომ დროებითი აკრძალვა არ ვრცელდება: EAEU-ს ქვეყნებზე (რუსეთის გარდა, ამ გაერთიანებაში შედის - ყაზახეთი, ბელორუსია, სომხეთი და ყირგიზეთი); დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე; საერთაშორისო შეთანხმებებზე; უცხო სახელმწიფოების ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო ფორმირებების უზრუნველყოფაზე.

ენერგეტიკის სამინისტრომ განმარტა, რომ შეზღუდვები დროებითია და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საავტომობილო საწვავის მიწოდების გაზრდას, რამაც შეიძლება ფასების შემცირება გამოიწვიოს.