ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირს აქვს სათადარიგო გეგმა, რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტო დაძლეული არ იქნება.

„ჩვენ გეგმა B და გეგმა C გვაქვს. თუმცა, ჩვენი ყურადღება A გეგმაზეა გამახვილებული, რაც ყველას მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს“, – განაცხადა კაია კალასმა და გაიხსენა, რომ ევროკავშირი უნგრეთთან ვეტო-ს მოხსნის შესახებ დიალოგს აწარმოებს.

„უკრაინას თავისი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი და ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება. ჩვენ უნგრეთის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ. თუ კომპრომისი ვერ მოიძებნა, ევროკავშირი მზადაა, იმოქმედოს. შეერთების პროცესი, ან როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გაერთიანების პროცესი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც“, – განუცხადა ჟურნალისტებს კაია კალასმა.

1tv.ge