ჩვენი მოლოდინით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2035 წლისთვის 20 ტვტ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2025 წლის 14.9 ტვტ.სთ-თან შედარებით წლიური 3.4%-იანი ზრდაა, - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart მიმოხილვაში „ელექტროენერგიით ვაჭრობის პერსპექტივები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში“ ავრცელებს.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, მოთხოვნის ზრდას ძირითადად ეკონომიკური აქტივობა და ელექტრიფიკაცია განაპირობებს, მათ შორის კონდიციონერებისა და საოჯახო ტექნიკის უფრო ფართო გამოყენება და ელექტრომობილების რაოდენობის მატება.
მიმოხილვის მიხედვით, საქართველო დენის მოხმარებით ერთ სულ მოსახლეზე სამეზობლოში მესამე ადგილზეა.
რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ ასე ნაწილდება:
- რუსეთი - 8.2 მგვტ.სთ;
- თურქეთი - 4 მგვტ.სთ;
- საქართველო - 3.9 მგვტ.სთ;
- სომხეთი - 2.8 მგვტ.სთ;
- აზერბაიჯანი - 2.6 მგვტ.სთ.