ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები და სხვ. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ეკონომიკურ ინიციატივებში.

შეხვედრაზე მინისტრმა სომხეთის დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც წელს მეხუთედ გაიმართება.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.