ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი მონეტარული ოქრო ეტაპობრივად აისახებოდა ანგარიშზე, რაც აპრილის დასაწყისში დასრულდა. მას შემდეგ ოქროს საერთაშორისო ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც აპრილის თვეში მთლიანი სავალუტო რეზერვების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - განმარტა  სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა სარეზერვო ოქროს ღირებულების  529,4 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის თაობაზე. 

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $36 მილიონით გაზრდილია და 01.05.2024-ის მდგომარეობით, $4.8 მილიარდს აღემატება.  სავალუტო რეზერვებში ოქროს წილი თითქმის 11%-ია.

bp.ge