მთავრობას ბენზინის შესყიდვა 8 თეთრით, ხოლო დიზელის 9 თეთრით გაუძვირდა, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგებიდან ირკვევა.

კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს დეკემბერში 2.64 ლარად შეიძენს (ნოემბერში 2.56 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“. 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 2.35 ლარი იქნება (ნოემბერში - 2.27 ლარი იყო), აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“. ევრო რეგულარის ტიპის საწვავის კი 2.33 ლარად შეიძენს (ნოემბერში 2.25 ლარი იყო), ამ შემთხვევაში გამარჯვებულ კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“.

რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი დეკემბრის მდგომარეობით ერთ ლიტრზე 2.62 ლარია, (ნოემბერში 2.53 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.