Ranking Royals-ის რეიტინგის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებს ეფუძნება, 2023 წელს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მშპ-ით ლუქსემბურგი იყო. ამ ევროპული ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 600 000-ია, ერთ სულ მოსახლეზე მშპ კი დაახლოებით $127 000-ია. სამეულშია ირლანდია და შვეიცარია, შესაბამისად ამ ქვეყნების მშპ - $102 217 და $92646-ია.

საქართველო რეიტინგში 96-ე ადგილზეა და მისი მშპ $6770-ია და რეგიონში მხოლოდ სომხეთს უსწრებს.

რუსეთი რეიტინგში 66-ე ადგილზეა, მისი მშპ - $14 665-ია;

თურქეთი - 82-ზე (მშპ - $9961);

აზერბაიჯანი - 93-ზე (მშპ - $6842);

სომხეთი - 104-ზე (მშპ - $5972).

Ranking Royals წერს, რომ მსოფლიო მშპ ერთ სულ მოსახლეზე დროთა განმავლობაში გაიზარდა და ცხოვრების გლობალური ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დედამიწის ყველა ქვეყნის მშპ გაზომა. 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი მშპ-ის მქონე ქვეყნების ოცეული ასეთია:

ქვეყანა / მშპ დოლარში

  • ლუქსემბურგი - 127 673;
  • ირლანდია - 102 217;
  • ნორვეგია - 92 646;
  • შვეიცარია - 92 434;
  • კატარი - 82 887;
  • სინგაპური - 79 426;
  • შეერთებული შტატები - 75 180;
  • ისლანდია - 73 981;
  • ავსტრალია - 66 408;
  • დანია - 65 713;
  • კანადა - 56 794;
  • შვედეთი - 56 361;
  • ნიდერლანდები - 56 298;
  • ისრაელი - 55 359;
  • ავსტრია - 52 062;
  • ფინეთი - 50 818;
  • ბელგია - 50 598;
  • ჰონგ კონგი – 49 700;
  • გერმანია - 48 398;
  • არაბეთის გაერთიანებული საამიროები 47 793.