მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5,5%-ზე დატოვა.  ამის შესახებ მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ივნისის ანგარიშშია აღნიშნული.

აღნიშნული მაჩვენებელი აპრილის მონაცემების ტოლია, თუმცა 0,5%-ით არის შემცირებული იანვრის პროგნოზთან შედარებით.  

რაც შეეხება 2026 და 2027 წლების პროგნოზს, მსოფლიო ბანკმა ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა და ის 5%-5% -ს შეადგენს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მშპ-ს ზრდის პროგნოზის შემცირება იანვართან შედარებით,  ქვეყანაში შიდა მოთხოვნის შესუსტებას და რეექსპორტის შენელებას უკავშირდება.