2026 წლის II კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან 
შედარებით 8.1 პროცენტით შემცირდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო  ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.6 პროცენტიანი  კლებით, რამაც -4.0 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის 
ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 15.5 პროცენტიანი მატებით, რაც 8.58 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. 

ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 1.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 12.1 პროცენტით შემცირდა, რამაც, შესაბამისად, 0.36 და -3.09 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს